13:27:52     29-11-2024
"ჩემო ოდესღაც ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო. ეს რა დღეში ჩაგაგდოთ ამ "ბრძენმა" და ფულიანმა კაცმა" – გურამ როგავა
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტებს მიმართავს:
"როგორც ვხვდები, სამთავრობო პროპაგანდის არხებმა, მათ შორის საზმაუმ, ჟურნალისტებზე ძალადობის ვიდეოები ვერ მოიპოვეს. სპეცრაზმელებზე თავდასხმას არ დამაბრალებდეთ და სხვას აღარ ვჩივი, ჩემო ოდესღაც ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო. ეს რა დღეში ჩაგაგდოთ ამ "ბრძენმა" და ფულიანმა კაცმა", - წერს გურამ როგავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მშვიდობიანი აქციის დარბევის გაშუქებისას სპეცრაზმელმა გურამ როგავაზე ფიზიკურად იძალადა. ჟურნალისტს თავისა და სახის არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და იგი საავადმყოფოშია მოთავსებული.